| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 26 | რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა? | ||
| 27 | რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. | ||
| 28 | ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. | ||
| 1 | და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. | ||
| 21 | არა ვინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისაჲ მის, და უძჳრესად განიპის. | ||
| 2 | და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზჱ, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. | ||
| 3 | და, აჰა, ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს. | ||
| 4 | მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა? | ||
| 5 | და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა, ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ. და, აჰა, ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მაგისი ისმინეთ! | ||
| 6 | და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად. | ||
| 7 | და მოუჴდა მათ იესუ, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! | ||
| 8 | და აღ-რაჲ-იხილნეს თუალნი მათნი, არა ვინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. | ||
| 9 | და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. | ||
| 10 | და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? | ||
| 11 | ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი. | ||
| 12 | ხოლო გეტყჳ თქუენ: რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან. | ||
| 13 | მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ. | ||
| 14 | და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე | ||
| 14 | ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი. | ||
| 6 | და ვითარცა იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა, |