ნომერი ტექსტი
19 და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდეს გარეშე ქალაქსა.
20 და, ვითარცა თანაწარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითგან.
21 და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა, ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.
22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:
23 გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ! ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ, რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.
24 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.
25 და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
26 NaN
31 და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს.
27 და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და, ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი
28 და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა ამას იქმოდი?
29 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას:
30 ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო, ანუ კაცთაგან? მითხართ მე.
31 ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?
32 და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი იყო.
33 და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. − და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.
1 და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანისმოქმედთა და წარვიდა.
2 და მიავლინა ქუეყანისმოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის.
3 ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი.
4 მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული.