| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 31 | ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანაჲსკნელ, და უკუანაჲსკნელნი პირველ. | ||
| 32 | და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინაუძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა, | ||
| 33 | ვითარმედ: აჰა ესერა, აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა, | ||
| 34 | და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. | ||
| 35 | და მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა, რომელი გთხოვოთ, მიყო ჩუენ. | ||
| 36 | ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ? | ||
| 37 | ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა. | ||
| 38 | ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლის-ღებად? | ||
| 39 | ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, | ||
| 40 | ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს. | ||
| 41 | და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა. | ||
| 42 | ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ, რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? | ||
| 43 | ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის, არამედ, რომელსა უნდეს დიდ-ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; | ||
| 44 | და, რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა. | ||
| 45 | და რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა. | ||
| 46 | და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდოდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქოჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძჱ ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოვლად. | ||
| 47 | და ესმა რაჲ, რამეთუ იესუ ნაზარეველი არს, იწყო ღაღადებად და სიტყუად: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე! | ||
| 48 | და ჰრისხვიდეს მას მრავალნი, რაჲთა დადუმნეს; ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა: ძეო დავითისო, შემიწყალე მე! | ||
| 49 | დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და მოუწოდდეს ბრმასა მას და ეტყოდეს: ნუ გეშინინ, აღდეგ, გიწესს შენ. | ||
| 50 | ხოლო მან დააბნია სამოსელი თჳსი და აღდგა და მოვიდა მისა. |