| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 34 | ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინმე უდიდეს იყოს? | ||
| 35 | და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. | ||
| 36 | და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ: | ||
| 37 | რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი. | ||
| 38 | მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. | ||
| 39 | ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არა ვინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. | ||
| 40 | რამეთუ, რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. | ||
| 41 | რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. | ||
| 42 | და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა, გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლისქვაჲ, ვირით საფქველი, და შთავარდა ზღუასა. | ||
| 43 | და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა, | ||
| 44 | სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. | ||
| 45 | და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი, უმჯობეს არს შენდა მკელობლისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა. | ||
| 46 | სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. | ||
| 47 | და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი, უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა. | ||
| 48 | სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. | ||
| 49 | რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს. | ||
| 50 | კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას. | ||
| 1 | და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ ორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ. | ||
| 2 | ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? − და გამოსცდიდეს მას. | ||
| 3 | ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე? |