ნომერი ტექსტი
13 თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ-არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.
2 და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლისმცემელი, იგი აღდგომილ-არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.
22 რამეთუ რაჲ ეყვინ ესე კაცსა ყოველსა შინა შრომასა მისსა და გამორჩევითა გულისა მისისაჲთა, რომელსა იგი შურების მზესა ამას ქუეშე?
25 იყავ კეთილად-მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან – მსახურსა და საპყრობილედ შეჰვარდე.
9 და შე-ღათუ-წუხნა მეფჱ იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანამეინაჴეთა, ბრძანა მიცემად იგი მას.
26 რამეთუ კაცსა წინაშე პირსა მოსცა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ და სიხარული, და ცოდვილსა მას მოსცა მიმოტაცებაჲ შეძინებად და შეკრებად და მიცემად კეთილსა მას წინაშე პირსა ღმრთისასა, და რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულის.
38 გესმა, რამეთუ თქუმულ-არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
15 და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ-არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.
7 მოვიგე მონები და მჴევლები და სახლისანაშობნი მესხნეს მე და მონაგები მროწეულთაჲ და სამწყსოთაჲ ფრიად იყო ჩემი, უფროჲს ყოველთა, რომელნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმს.
18 მუნ ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა სიტყჳსათჳს ძეთა კაცთაჲსა: „ვითარმედ განიკითხნეს იგინი ღმერთმან და აჩუენოს, რამეთუ იგინი პირუტყუნი არიან.
39 ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა.
5 ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა, გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, – და არა პატივ-სცეს მამასა, ანუ დედასა თჳსსა, –
9 ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა-იყავნ სახელი შენი,
4 და ვიხილე მე ყოველი შრომაჲ მჴნე ქმნულისაჲ, რამეთუ შური კაცისაჲ მოყუსისაგან თჳსისა, და ესეცა ამაო და ჴდომა სულის.
22 და, აჰა-ესერა, დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.
4 ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა! – და, აჰა-ეგერა, დჳრე თუალსა შინა შენსა!
32 ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ, აჰა-ესერა, სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მნებავს, ნუუკუჱ დაცჳვენ გზასა ზედა.
4 უმჯობეს არს შენდა არა აღთქუმაჲ, ვიდრე აღთქუმასა და არა მიცემასა.
11 ტკბილ არს ძილი მონისა, გინა თუ მცირედ, გინა თუ დიდ ჭამოს. განძღებად და განმდიდრებად არავინ არს, ვინმცა უტევა იგი დაძინებად.
25 და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ-იყო კლდესა ზედა.