ნომერი ტექსტი
18 ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო: რამეთუ თხოვილ-იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
19 ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი.
20 და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ, რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
21 შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან.
22 ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, პირითა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა თქუმული:
23 აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
24 განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.
25 და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ.
1 ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ
19 და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
20 ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას.
1 დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ.
2 და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
3 ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა.
4 და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად-არს ქრისტჱ?
5 ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა. რამეთუ ესრეთ წერილ-არს წინაჲსწარმეტყუელისა მიერ:
6 და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
7 მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისაჲ.
8 და წარავლინნა იგინი ბეთლემდ და ჰრქუა: მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს და, რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვცე მას.
9 ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და, აჰა, ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი.