ნომერი ტექსტი
5 ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
6 ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.
7 ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
8 ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
9 ნეტარ იყვნენ მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ.
10 ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
29 მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!
19 უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
20 ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
21 გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანამდებ არს საშჯელისა.
22 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს საშჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
23 უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენთჳს,
36 ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად, გინა დაშავებად.
37 არამედ იყავნ სიტყუაჲ თქუენი ჰე ჰე და არა არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს.
38 გესმა, რამეთუ თქუმულ-არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ.
39 ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა.
40 და რომელსა უნდეს საშჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი.
41 და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა.
42 და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი.
43 გესმა, რამეთუ თქუმულ-არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი.