| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 8 | ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, | ||
| 9 | და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შემძლებელ-არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. | ||
| 11 | ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. | ||
| 12 | გიხაროდენ და მხიარულ-იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინაჲსწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა. | ||
| 13 | თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთამე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ-არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. | ||
| 14 | თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. | ||
| 15 | არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. | ||
| 18 | და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! | ||
| 10 | რამეთუ აწვე, ესერა, ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. | ||
| 11 | მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. | ||
| 12 | რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა. | ||
| 13 | მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. | ||
| 14 | ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა? | ||
| 15 | მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას. | ||
| 16 | ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა. | ||
| 17 | ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა, გინა წინაჲსწარმეტყუელთა, არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. | ||
| 18 | ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი, გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. | ||
| 19 | ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. | ||
| 20 | ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. | ||
| 21 | რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი. |