| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 3 | ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი. | ||
| 37 | ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. | ||
| 16 | და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და, აჰა, განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. | ||
| 17 | და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. | ||
| 1 | მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან. | ||
| 2 | და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე, და მერმე შეემშია. | ||
| 3 | მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ. | ||
| 4 | ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ-არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. | ||
| 5 | მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. | ||
| 24 | დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. | ||
| 25 | იყავ კეთილად-მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან – მსახურსა და საპყრობილედ შეჰვარდე. | ||
| 26 | ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი. | ||
| 27 | გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. | ||
| 28 | ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. | ||
| 22 | სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. | ||
| 23 | უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი – რაოდენმე? | ||
| 6 | და ჰრქუა მას: უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ-არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუ სადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. | ||
| 7 | ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ-არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. | ||
| 8 | კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი | ||
| 9 | და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. |