| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 13 | და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა. | ||
| 14 | უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. | ||
| 15 | და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. | ||
| 16 | რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხონდეს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. | ||
| 17 | ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, | ||
| 18 | გუელთა შეიპყრობდენ, და ღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არა რაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ და განცოცხლდებოდიან. | ||
| 19 | ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. | ||
| 20 | ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი, ამინ! | ||
| 2 | ვითარცა წერილ-არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა-ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. |