| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 14 | ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? − და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე! | ||
| 15 | ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან. | ||
| 16 | ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები. | ||
| 17 | და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალთაგან გჳრგჳნი. | ||
| 20 | და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. | ||
| 21 | და პაჰრაკად წარიყვანეს თანაწარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. | ||
| 22 | და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით „თხემისა ადგილი“. | ||
| 23 | და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო. | ||
| 24 | და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინძი რაჲ აღიღოს. | ||
| 25 | ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი. | ||
| 26 | და იყო ზედაწერილი ბრალისა მისისაჲ ესრეთ დაწერილ: ესე არს მეუფჱ ჰურიათაჲ. | ||
| 27 | და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისსა. | ||
| 28 | და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უშჯულოთა თანა შეირაცხა. | ||
| 29 | და თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, | ||
| 30 | იჴსენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით. | ||
| 31 | ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი იმღერდეს მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად ქრისტესა, მეუფესა ისრაჱლისასა! | ||
| 32 | გარდამოჴედინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს. − და მის თანა ჯუარცუმულნიცა იგი ეგრეთვე აყუედრებდეს მას. | ||
| 33 | და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. | ||
| 34 | და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე? | ||
| 35 | და რომელთამე წინაშემდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა, ელიას ხადის. |