ნომერი ტექსტი
66 და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი მჴევალთაგანი მღდელთმოძღურისათაჲ.
67 და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და ჰრქუა: და შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა.
68 ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი, რასა-ეგე იტყჳ შენ. − და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან ჴმა-ყო.
69 და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს.
70 ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშემდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და, რამეთუ გალილეველ ხარ, და სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს.
71 ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი ესე, რომელსა იტყჳთ.
72 და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამგზის უვარ-მყო მე, − და იწყო ტირილად.
1 და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთმოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს.
2 და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? − ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
3 და შეასმენდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი ფრიად.
4 ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არა რას მიუგება? აჰა, რავდენსა შეგწამებენ შენ!
5 ხოლო იესუ არა რაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს.
6 და რაჲ დღესასწაულ მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოიან.
7 ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელთა შფოთსა შინა კაცი ეკლა.
8 და ღაღატ-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.
9 ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფე ჰურიათაჲ?
10 რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთმოძღუართა მათ.
11 ხოლო მღდელთმოძღუართა მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ.
12 ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲ უკუჱ გნებავს ყოფად, რომელსა-ესე იტყჳთ მეუფედ ჰურიათად?
13 ხოლო მათ კუალად ღაღატ-ყვეს და ჰრქუეს: ჯუარს-აცუ ეგე!