| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 36 | და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა და იტყოდა: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა. | ||
| 37 | ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. | ||
| 38 | და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე. | ||
| 39 | და ვითარცა იხილა ასისთავმან მან, რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღატ-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო. | ||
| 40 | ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე, | ||
| 41 | რომელნი, ოდეს იგი იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს, და სხუანი მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალჱმდ. | ||
| 42 | და ვითარცა შემწუხრდებოდა, − რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს უწინარეს შაბათისა, − | ||
| 43 | მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახვალი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესსა და მოითხოვა გუამი იესუჲსი. | ||
| 44 | ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა. | ||
| 45 | და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი იგი მისი იოსებს. | ||
| 46 | და მან იყიდა არდაგი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა. | ||
| 47 | იყო მუნ მარიამ მაგდანელი და მარიამ იოსესი და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას. | ||
| 1 | და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდანელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. | ||
| 6 | ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი. | ||
| 7 | არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა, ეგერა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. | ||
| 8 | და მათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არა რაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა. | ||
| 9 | ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდანელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი. | ||
| 10 | იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. | ||
| 11 | და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. | ||
| 12 | ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა. |