| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 27 | და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. | ||
| 28 | არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად. | ||
| 29 | ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე. | ||
| 30 | ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამგზის უვარ-მყო მე. | ||
| 60 | და აღდგა მღდელთმოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და ჰრქუა: არა რას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? | ||
| 5 | და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. | ||
| 31 | ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. − და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს. | ||
| 32 | და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გესამანიაჲ. და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო. | ||
| 33 | და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა, იწყო დასულებად და ურვად. | ||
| 34 | და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით. | ||
| 35 | და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა: უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანაწარჰჴდეს ჟამი იგი მისგან. | ||
| 36 | და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანაწარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, არამედ არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს. | ||
| 37 | და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? | ||
| 38 | იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა. სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი − უძლურ. | ||
| 39 | და კუალად წარვიდა და ილოცვიდა და იგივე სიტყუაჲ თქუა. | ||
| 40 | და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არა რაჲ იცოდეს, რაჲმცა მიუგეს მას. | ||
| 41 | და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა, ესერა, მიეცემის ძე კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა. | ||
| 42 | აღდეგით და წარვედით ამიერ. აჰა ესერა, მიმცემელი ჩემი მოახლებულ არს. | ||
| 43 | და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა. | ||
| 44 | ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ კრძალულად. |