ნომერი ტექსტი
20 და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა ცხონდა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთა მათთჳს, რომელნი გამოირჩინა, შეამოკლნა დღენი იგი.
21 მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტე, გინა იქი, − ნუ გრწამნ.
22 რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა.
23 ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით, აჰა ესერა, წინაჲსწარ გითხარ თქუენ ყოველი.
27 და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა.
28 ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
29 ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.
30 ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნას.
31 ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ.
32 ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არა ვინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან.
33 არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი.
34 ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს.
35 იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი, ანუ შუვაღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად.
36 ნუუკუჱ მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი.
37 ხოლო, რომელსა-ესე გეტყჳ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით.
1 ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.
2 ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუჱ შფოთი იქმნეს ერისაჲ.
16 და გამოვიდეს მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა მათ იესუ, და მომზადეს ვნებაჲ იგი.
17 და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა.
3 და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისსა, და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალსასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა.