| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 25 | რამეთუ, რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ, ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა. | ||
| 26 | ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? | ||
| 27 | არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით. | ||
| 28 | და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? | ||
| 29 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ, უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; | ||
| 30 | და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. | ||
| 32 | ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არა ვინ არს სხუაჲ მისა გარეშე; | ||
| 33 | და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისხმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა. | ||
| 34 | და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. − და არღარა ვინ იკადრა კითხვად მისა. | ||
| 35 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუჱ იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტჱ ძე არს დავითისი? | ||
| 36 | რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. | ||
| 37 | თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძე მისი არს? − და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად. | ||
| 38 | და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, | ||
| 39 | და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ინაჴით-ჯდომაჲ სერსა ზედა. | ||
| 40 | რომელნი შეშჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი საშჯელი. | ||
| 41 | და დაჯდა იესუ წინაშე ფასისსაცავსა მას და ხედვიდა, ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასისსაცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად. | ||
| 42 | და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი წულილნი, რომელ არს კოდრანტე. | ||
| 43 | და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასისსაცავსა ამას. | ||
| 44 | რამეთუ ყოველთა ნამეტავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი. | ||
| 1 | და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ, იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! |