ნომერი ტექსტი
5 და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი − რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს.
6 უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა, საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს.
7 ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე.
8 და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით.
9 აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა.
10 არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა?
11 უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
12 და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
13 და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა.
14 ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არა რაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსვე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა, ანუ არა? მივსცეთ, ანუ არა მივსცეთ?
15 ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო.
16 ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? − ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ.
17 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა! − და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს.
18 და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, − და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს:
19 მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.
20 აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი.
21 და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი, და მესამემან ეგრეთვე,
22 ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი. უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაცი იგი.
23 აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?
24 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ?