| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 45 | და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი! − და ამბორს-უყო მას. | ||
| 46 | ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი. | ||
| 47 | და ერთმან ვინმე წინაშემდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი. | ||
| 48 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით თქუენ მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. | ||
| 49 | დღითი დღე თქუენ თანა ვიყავ, ტაძარსა შინა გასწავებდ, და არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი. | ||
| 50 | მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. | ||
| 51 | და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. | ||
| 52 | და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი. | ||
| 53 | და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთმოძღურისა. და შეკრბეს ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. | ||
| 54 | ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინაეზოდმდე მღდელთმოძღურისა, და ჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა ცეცხლისასა. | ||
| 55 | ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს. | ||
| 56 | რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა იყვნეს წამებანი მათნი. | ||
| 57 | და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და იტყოდეს, | ||
| 58 | ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე დავარღჳო ტაძარი ესე ჴელითქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ, ჴელითუქმნელი. | ||
| 59 | და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი. | ||
| 61 | ხოლო იესუ დუმნა და არა რაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა მას მეორედ მღდელთმოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე კურთხეულისაჲ? | ||
| 62 | ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. | ||
| 63 | ხოლო მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? | ||
| 64 | გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ? − მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანამდებად სიკუდილისა. | ||
| 65 | და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა, და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? − და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის-ცემად. |