| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 10 | და მეყსეულად შევიდა იესუ ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა მაგდალოჲსათა. | ||
| 11 | და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას. | ||
| 12 | და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული. | ||
| 13 | და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ კერძო. | ||
| 14 | და დაავიწყდა მიღებად პური, და ერთი ხოლო პური აქუნდა მათ ნავსა შინა. | ||
| 15 | და ამცნებდა მათ იესუ და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და ცომისაგან ჰეროდიანთაჲსა. | ||
| 16 | ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუს. | ||
| 17 | და გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ? | ||
| 18 | თუალ-გასხენ და არა ხედავთ, და ყურ-გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ? | ||
| 19 | ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი, სავსე ნამუსრევითა, აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი. | ||
| 20 | და ოდეს-იგი შჳდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფჳრიდი ნამუსრევი აღიღეთ? − და მათ ჰრქუეს: შჳდი. | ||
| 21 | ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ? | ||
| 22 | და მოვიდა ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეახოს მას. | ||
| 23 | და უპყრა ჴელი მისი და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა მისთა და დასდვა ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასაძი ჰხედავს. | ||
| 24 | და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა მიმომავალთა. | ||
| 25 | და მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ ყოველთა. | ||
| 26 | და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაჲ შეხჳდე, ნუ რას ვის უთხრობ დაბასა შინა. | ||
| 27 | და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა, და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ? | ||
| 28 | ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლისმცემელი, − და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. | ||
| 31 | და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. |