| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 56 | და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ, და, რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს. | ||
| 1 | და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. | ||
| 2 | და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი, შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს, უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს, | ||
| 3 | რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. | ||
| 4 | და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან, და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. | ||
| 5 | მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენ მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა? | ||
| 6 | ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ: კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან. | ||
| 7 | ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა. | ||
| 8 | და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ; და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ. | ||
| 9 | და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ. | ||
| 10 | რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს, გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ. | ||
| 11 | ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა, ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი-რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს, − | ||
| 12 | და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად. | ||
| 13 | და დაუმტკიცებელ-გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ. | ||
| 14 | და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ. | ||
| 15 | არა რაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანმცა შეაგინა იგი; არამედ, რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. | ||
| 16 | რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! | ||
| 24 | და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. | ||
| 25 | რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული, სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. | ||
| 26 | ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. |