| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 39 | და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენაჴისა მის და მოკლეს. | ||
| 40 | რაჟამს უკუჱ მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲმე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ? | ||
| 41 | ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა. | ||
| 42 | ჰრქუა მათ იესუ: არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა? უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. | ||
| 43 | ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ვითარმედ მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. | ||
| 44 | და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს, და, რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. | ||
| 45 | და ესმნეს რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა, | ||
| 19 | და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი. | ||
| 4 | კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა, პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას! | ||
| 5 | ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე – თჳსსა აგარაკსა, რომელიმე – სავაჭროსა თჳსსა. | ||
| 6 | ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. | ||
| 7 | ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. | ||
| 8 | მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. | ||
| 9 | წარვედით მებოძირთა გზათასა და, რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. | ||
| 10 | და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი, და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. | ||
| 11 | ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფჱ იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. | ||
| 12 | და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. | ||
| 13 | მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა! მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. | ||
| 14 | რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი. | ||
| 15 | მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე-უგონ მას. |