| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 32 | მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი ღმერთი მკუდართაჲ, არამედ – ცხოველთაჲ. | ||
| 33 | და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი. | ||
| 34 | ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. | ||
| 35 | და ჰკითხა ერთმან მათგანმან, შჯულისმოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: | ||
| 36 | მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა? | ||
| 37 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. | ||
| 38 | ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. | ||
| 39 | და მეორჱ, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. | ||
| 40 | ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. | ||
| 41 | შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ | ||
| 42 | და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს? ვისი ძჱ არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. | ||
| 43 | ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუჱ დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: | ||
| 44 | ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? | ||
| 45 | უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძჱ მისი არს? | ||
| 46 | და ვერ ვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ. | ||
| 1 | მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა, | ||
| 2 | და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი, | ||
| 3 | ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან თქუენ და დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან. | ||
| 10 | და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა. | ||
| 4 | რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი, და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი. |