| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 22 | და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა. | ||
| 23 | ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად. | ||
| 24 | წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ. | ||
| 33 | ეგრეცა თქუენ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. | ||
| 34 | ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. | ||
| 35 | ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. | ||
| 36 | ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. | ||
| 25 | ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა და პინაკისასა, ხოლო შინაგან სავსე არნ ნატაცებითა და არაწმიდებითა. | ||
| 26 | ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. | ||
| 27 | ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. | ||
| 28 | ეგრეცა თქუენ გარეშე შჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა. | ||
| 29 | ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა. | ||
| 30 | და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანაზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა. | ||
| 31 | ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი. | ||
| 32 | და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. | ||
| 33 | გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა? | ||
| 34 | ამისთჳს, აჰა-ესერა, მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად. | ||
| 35 | რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. | ||
| 29 | ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა საშჯელისა. | ||
| 37 | იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაჲსწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცასახედ შეიკრიბნის მფრინველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ! |