| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 12 | და განმრავლებითა უშჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. | ||
| 13 | ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. | ||
| 14 | და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული. | ||
| 15 | რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. | ||
| 16 | მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. | ||
| 17 | და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. | ||
| 18 | და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. | ||
| 19 | ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა! | ||
| 20 | არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა, გინა შაბათსა. | ||
| 21 | რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად-არს. | ||
| 22 | და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი. | ||
| 23 | მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტჱ, – გინათუ: იქი, – ნუ გრწამნ. | ||
| 24 | რამეთუ აღდგენ ქრისტჱმტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა, | ||
| 25 | აჰა-ესერა, წინაჲსწარ გარქუ თქუენ. | ||
| 26 | უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოსა არს, – ნუ განხუალთ; – აჰა-ესერა, საუნჯეთა შინა არს, – ნუ გრწამნ. | ||
| 27 | რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. | ||
| 28 | რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. | ||
| 29 | ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზჱ დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. | ||
| 30 | და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძჱ კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა, ძალითა და დიდებითა მრავლითა. | ||
| 31 | და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცათაჲთ ვიდრე კიდედმდე მათა. |