| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 11 | შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! | ||
| 12 | ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. | ||
| 13 | იღჳძებდით უკუჱ, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძჱ კაცისაჲ მოვიდეს. | ||
| 14 | ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; | ||
| 15 | და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი, და რომელსამე – ორი ქანქარი, და რომელსამე – ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა. | ||
| 16 | ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი. | ||
| 17 | ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. | ||
| 18 | ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ. | ||
| 19 | შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. | ||
| 20 | და წარმოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა-ესერა, სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. | ||
| 21 | ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა! | ||
| 22 | მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა, სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. | ||
| 3 | ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. | ||
| 23 | ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოვო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა! | ||
| 24 | მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. | ||
| 25 | და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა-ესერა, შენი შენ თანა არს. | ||
| 26 | მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. | ||
| 27 | ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. | ||
| 28 | მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. | ||
| 29 | რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |