| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 4 | და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან და მოკლან. | ||
| 5 | ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის. | ||
| 7 | მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალსასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴითმჯდომარესა. | ||
| 8 | ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? | ||
| 9 | რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა. | ||
| 10 | ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. | ||
| 11 | რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. | ||
| 12 | რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა, და დასაფლველად ჩემდა ყო. | ||
| 13 | ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა-ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისსა. | ||
| 14 | მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთმოძღუართა მათ | ||
| 15 | და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი. | ||
| 16 | და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ. | ||
| 17 | ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? | ||
| 18 | ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით. | ||
| 19 | და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი. | ||
| 20 | და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა. | ||
| 21 | და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. | ||
| 22 | და იგინი შეწუხნეს ფრიად; და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუჱ მე ვარ, უფალო? | ||
| 5 | და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, | ||
| 23 | ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე. |