| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 58 | ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით ვიდრე ეზოდმდე მღდელთმოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა. | ||
| 59 | ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუმოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, | ||
| 60 | და არა ჰპოებდეს, და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი. და არა პოვნეს. | ||
| 61 | ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. | ||
| 62 | მაშინ აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა ესე შეგწამებენ შენ? | ||
| 63 | ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძე ღმრთისაჲ? | ||
| 64 | ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. | ||
| 65 | მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: გმო, აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა-ესერა, გესმა გმობაჲ მაგისი! | ||
| 66 | რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა. | ||
| 67 | მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს | ||
| 68 | და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტჱ, ვინ არს, რომელმან გცა შენ? | ||
| 69 | ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. | ||
| 70 | ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. | ||
| 19 | რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა. | ||
| 41 | ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს: | ||
| 71 | და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. | ||
| 72 | და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. | ||
| 73 | და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, და რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. | ||
| 74 | მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. | ||
| 75 | და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ. |