| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 19 | და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ! რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. | ||
| 20 | ხოლო მღდელთმოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. | ||
| 21 | მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. | ||
| 22 | ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუჱ უყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ! | ||
| 23 | ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ! | ||
| 24 | ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ. | ||
| 25 | და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. | ||
| 26 | მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. | ||
| 27 | მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. | ||
| 28 | და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. | ||
| 29 | და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! | ||
| 30 | და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. | ||
| 31 | და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. | ||
| 32 | და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. | ||
| 33 | და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. | ||
| 34 | და მისცეს მას ძმარი, ნავღლითა აღზავებული, და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. | ||
| 35 | და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. | ||
| 36 | და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. | ||
| 37 | და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. | ||
| 42 | სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. |