ნომერი ტექსტი
43 უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.
44 ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას.
45 ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
46 და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი, ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევე მე?
47 და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე.
48 და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას.
49 ხოლო სხუანი ეტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა.
50 ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.
51 და, აჰა, კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს,
52 და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს.
53 და გამოვიდეს საფლავით მათით და შემდგომად ადგომისა მისისა შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა.
1 ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის.
2 და, აჰა, ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა.
3 ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.
12 რაჲთა ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუჱ მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი.
54 ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.
55 იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას,
56 რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ.
57 და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ-იგიცა მოწაფე ყოფილ-იყო იესუჲსა.
58 ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი.