| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 14 | რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. | ||
| 15 | ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა. | ||
| 20 | და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა. | ||
| 15 | ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე. | ||
| 16 | ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. | ||
| 17 | იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას, ხოლო რომელნი შეორგულდეს. | ||
| 18 | მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. | ||
| 19 | წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, | ||
| 20 | და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და, აჰა-ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამენ! | ||
| 16 | და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან, | ||
| 17 | და, რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და, რაჟამს მოიწიის ჭირი, ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაბრკოლდიან. | ||
| 18 | და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან, | ||
| 19 | და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის, და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. | ||
| 20 | და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული, სამეოცეული და ასეული. | ||
| 21 | და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან, ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან? | ||
| 22 | რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს. | ||
| 23 | რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! | ||
| 21 | რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულისსიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, | ||
| 32 | და ოდეს დაეთესის, და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად. | ||
| 33 | და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. |