| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 21 | და წიაღჴდა რაჲ კუალად იესუ მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღჳსკიდესა, | ||
| 22 | და, აჰა, მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელისმთავარი, სახელი მისი იაროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა. | ||
| 23 | და ევედრებოდა მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა და განერეს და ცხონდეს. | ||
| 24 | და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას. | ||
| 25 | და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ. | ||
| 26 | და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი, და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა. | ||
| 27 | და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა, | ||
| 28 | რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხონდე. | ||
| 29 | და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან. | ||
| 30 | ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა? | ||
| 31 | ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე? | ||
| 32 | და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო. | ||
| 33 | ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი. | ||
| 34 | ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა! | ||
| 35 | და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებელისმთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა? | ||
| 36 | ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთმთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო! | ||
| 37 | და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი. | ||
| 38 | და მოვიდა სახლსა მას შესაკრებელთმთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი. | ||
| 39 | და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს. | ||
| 40 | და იგინი ჰბასრობდეს მას, ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმისაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი, და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი იგი ყრმაჲ, |