ნომერი ტექსტი
59 და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი ამრენაკსა წმიდასა
60 და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა.
61 იყო მუნ მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას.
62 ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა,
63 და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო.
64 აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუჱ მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.
65 ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.
66 ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.
4 ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი.
5 მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ, ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა, ეძიებთ.
6 არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი.
7 და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და, აჰა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა-ესერა, გარქუ თქუენ.
8 ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა; მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა.
9 და, ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა და, აჰა, იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას.
10 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ! წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე.
11 და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა-ესერა, დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა.
12 ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ
13 და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
14 უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ, და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ.
13 და ჰრქუა მათ: არა იცითა იგავი ესე? და ვითარ უკუჱ ყოველნი იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ?