ნომერი ტექსტი
24 ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ-იყო კაცი იგი.
25 მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუჱ მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.
26 და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი.
27 და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა!
28 ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
29 ხოლო გეტყჳ თქუენ: ვითარმედ არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.
30 და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
31 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ, ყოველნი, დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ-არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.
32 ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინაწარგიძღუე თქუენ გალილეას.
33 მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე.
6 და ვითარცა მზჱ აღმოჰჴდა და დასცხა, და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
7 და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო.
17 და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.
34 ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამგზის უვარ-მყო მე.
35 ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. – და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს.
36 მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსამანიაჲ, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.
37 და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად.
38 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა!
39 და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
40 და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?