ნომერი ტექსტი
38 აჰა-ესერა, დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.
39 რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
1 და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა.
2 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
3 და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?
30 რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.
31 მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი, და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს.
32 და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ,
33 მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ძმანი ჩემნი?
34 და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
35 რამეთუ, რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი და დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.
11 და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ დიდძალი, მთასა გარე მძოვარი.
12 და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა მათა შევიდეთ.
5 რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტჱ, – და მრავალთა აცთუნებდენ.
6 და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.
7 რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად,
8 ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.
9 მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს.
10 და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინაგანსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას.
11 და მრავალნი ცრუწინაჲსწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა.