ეკლესიასტე ↓ None ↓

დასახელება: ეკლესიასტე

რეცენზია: ე.წ. ძველი ქართული ვერსია (OGeo)

ელექტრონული გამოცემის ავტორი: ნათია დუნდუა

ძირითადი ტექსტის წყარო: Ivir. Geo. 1

ხელნაწერის შენახვის ადგილი: ათონის ივერთა მონასტერი

ვარიანტული წაკითხვების წყაროები: Jer 113 (Jerusalem); A 51 (GNC); S 1349 (GNC); A 1418 (GNC)

დამატებითი ინფორმაცია: IIIF მანიფესტი

✏️ შეცვლა

📦 XML-ის გადმოწერა

1

სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალჱმს.

2

ამაოებაჲ ამაოთაჲ, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოებაჲ ამაოთაჲ, ყოველივე ამაო.

ეკლესიასტე] ეკლესიასტჱ O

3

რაჲმე უმეტეს არს კაცისა ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა მას ქუეშე.

მას] ამას O

4

ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს და ქუეყანაჲ ჰგიეს უკუნისამდე.

5

და აღმოვალს მზჱ და დაჰვალს მზჱ და ადგილსა თჳსსა მივალს.

მივალს] +იგი SS1

6

აღმოვალს იგი და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოდ გარემოჲს, გარემოვალს სული და სიმრგულესა თჳსსა მოიქცევის სული.

აღმოვალს იგი] > SS1 გარემოვალს] გარემო SS1 მოიქცევის] მიიქცევის O

7

ყოველივე ჴევნები შესდინ ზღუასა და ზღუაჲ იგი არა განძღების. ადგილსა მას, სადა-იგი ჴევნები მივალს, მუნვე კუალად მიიქცევიან იგინი მისლვად.

ყოველივე] ყოველი SS1 იგი] > SS1 მიიქცევიან] მიიქცევინ SS1 მისლვად] განსლვად SS1

8

ყოველნივე სიტყუანი შრომით, ვერ შემძლებელ არს კაცი სიტყუად, და ვერცა თუალი განძღეს ხილვად, და არცა აღივსოს ყური

ვერცა] ვერ SS1 თუალი განძღეს] tr განძღეს თუალი SS1 ხილვად] ხედვად SS1 არცა] არა SS1

9

რაჲ არს ქმნული იგი, თავადი ყოფადისაჲ მის და არარაჲ არს ყოველივე ახლად მზესა ამას ქუეშე.

და] +რაჲ არს, რომელმან ქმნა იგი, რომელი ჰყოფს SS1 ახლად] > SS1

10

რომლისათჳს იტყოდის და თქუას, ვითარმედ ესე ახალი არს, მიერითგანვე ქმნულ არს საუკუნეთა მათ ყოფილთა უწინარჱს ჩუენსა.

იტყოდის] იტყჳს SS1

11

არა არს ჴსენებაჲ პირველთაჲ მათ და უკუანასკნელთაჲ, რომელნი ყოფილ არიან უწინარჱს ჩუენსა, არა არს მათი ჴსენებაჲ ქმნულთა მათ თანა უკუანაჲსკნელთაჲ.

არა არს] > SS1 უკუანასკნელთაჲ] უკუანაჲსკნელთაჲ O

12

მე, ეკლესიასტჱ, ვიყავ მეფე ისრაჱლსა ზედა იერუსალჱმს.

13

და მივეც გული ჩემი გამოძიებად და განზრახვად სიბრძნისა ყოვლისავეთჳს, რომელნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე, რამეთუ მიმოტაცებაჲ შრომისაჲ მოსცა ძეთა კაცთასა, რაჲთა მიმოიტაცებოდიან მას შინა.

სიბრძნისა] სიბრძნესა SS1 რომელნი] რომელ SS1 ამას] > SS1 ქუეშე] ქუეშჱ O მოსცა] + ღმერთმან SS1

14

ვიხილენ ყოვლითურთ, რომელნი ქმნულ არიან მზესა ამას ქუეშე, და, აჰა, ესერა, ყოველი ამაო და გამორჩევაჲ სულის.

ქმნულ] ქმნილ SS1 ამას]> SS1 ყოველი] ყოველივე SS1 სულის] სულისა SS1

15

გარდაქცეული იგი ვერ ჴელ-ეწიფების შემკობად და დაკლებულსა მას ვერ უძლავს აღრაცხად.

გარდაქცეული pr და SS1 აღრაცხად] აღრაცხვად SS1

16

ვიტყოდე მე გულსა ჩემსა და ვთქუ: აჰა, ესერა, მე განვდიდენ უფროჲს მათსა, რომელნი იყვნეს უწინარჱს ჩემსა იერუსალჱმს, და შევსძინე სიბრძნჱ ყოველსა ზედა, რაოდენნი იყვნეს უწინარჱს ჩემსა იერუსალჱმს, და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ.

შევსძინე] +მე SS1 ზედა] + მივეც გულსა ჩემსა ცნობა სიბრძნისა და მეცნიერებისა და SS1 რაოდენნი] რავდენნი O

17

იგავნი და ზედამიწევნანი ვიცნენ მე, რამეთუ ესეცა სულისაჲვე გამორჩევაჲ არს.

სულისაჲვე] სულისა SS1

18

რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისასა* სიმრავლჱ მეცნიერებისაჲ არს. და რომელმან შესძინოს ცნობად, შესძინოს სალმობაჲ.

სიბრძნისასა] სიბრძნისა SS1 ცნობად] ცნობაჲ J SS1 შესძინოს] + მან O * აქ იწყება J (Jer.113)

Word
Lemma
Gram
Grc
Arm
Eng