ტობის წიგნი ↓ None ↓

დასახელება: ტობის წიგნი

რეცენზია: ე.წ. ძველი ქართული ვერსია (OGeo)

გამომცემელი: ციალა ქურციკიძე, ძველი აღთქმის აპოკრიფების ქართული ვერსიები, წიგნი I.

გამოცემის ადგილი: თბილისი

ელექტრონული გამოცემის ავტორი: ნათია დუნდუა

ძირითადი ტექსტის წყარო: A-646

ხელნაწერის შენახვის ადგილი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ვარიანტული წაკითხვების წყაროები: Ivir. Geo. 1 (Athos); m7125 (Matenadaran), A-570 (GNC), H-885 (GNC)

დამატებითი ინფორმაცია: პალეოგრაფიული ალბომი

✏️ შეცვლა

📦 XML-ის გადმოწერა

1

წიგნი სიტყუათა ტობისნი ტობიელისნი, ძისა ანანიელისნი, ძისა გაბაელისნი, ძისა ანაველისნი, ნათესავისაგან ასერისი, ტომისაგან ნეფთალემისი.

ნეფთალემისი] ნეფთალემისნი ID

2

რომელი წარიტყუენა დღეთა ენემესარისთა, მეფისა ასურასტანისათა, თეზბეთ, რომელ არს მარჯუენით კედეოზსა, რომელ არს ნეფთალემისი, გალილეას, ზემოკერძო ასერსა.

ენემესარისთა] ენნემესერისთა I მარჯუენით] მარჯუჱნით m კედეოზსა] კერძოსა ID გალილეას] გალილიას ID

3

მე, ტობი, გზათა ჭეშმარიტებისათა ვიდოდე და სიმართლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, და მოწყალებანი და ქველისსაქმენი მრავალნი ვყვენ ძმათა მიმართ ჩემთა და ნათესავთა ჩემთა, რომელნი თანა-მივიდოდეს მე, მი-რაჲ-ვიდოდეთ ჩუენ სოფლად ასურასტანელთა - ნინევედ.

და 2°] > D მი-რაჲ-ვიდოდეთ] მი-რაჲ-ვიდოდით ID

4

და ოდეს ვიყავ სოფელსა ჩემსა, ქუეყანასა ისრაელისასა, სიჭაბუკესა ჩემსა ყოველი ტომი ნეფთალემისი, მამისა ჩემისაჲ, განდგა სახლისაგან დავითისა იერუსალემით, რომელი გამორჩეულ იყო ყოვლისაგან ტომისა ისრაელისა მსხუერპლისშეწირვად ყოვლისა ტომისა. და განწმიდა ტაძარი იგი სამკჳდრებელისა მაღლისაჲ და აღაშენა ყოველთა მიმართ ნათესავთათჳს საუკუნეთაჲსა.

განწმიდა] განწმიდნა D

5

რამეთუ ყოველნი ტომნი, რომელნი თანა-განდგეს და სახლი ნეფთალემისი, მამისა ჩემისაჲ, უზორვიდეს დანს შინა ჴბოსა მას ოქროჲსასა, რომელი ქმნა იორობოამ, მეფემან ისრაელისამან, და მაღალთა ზედა ყოველთა მთათა გალილიაჲსათა.

რომელნი] > D იორობოამ] იორობუამ ID

6

და მე ხოლო მარტოჲ მივიდი მრავალგზის იერუსალემად დღესასწაულთა, ვითარცა წერილ არს ყოვლისათჳს ისრაელისა ბრძანებითა საუკუნეთა, პირველთანაყოფთასა და ათეულთა ნაყოფისათა და პირველნარისუავი ცხოვართაჲ მივიღი

და მე ხოლო] ხოლო მე ID და 2°] > ID მივიღი] მივიღე ID

7

და მივსცი იგი მღდელთა, ძეთა ჰარონისთა, საკურთხეველსა და ყოველთა ნაყოფთა ათეულსა მივსცემდ ძეთა ლევისთა, რომელნი მსახურებდეს იერუსალემს. და მეორე ათეული ვჰყიდი და მივიდი, და შევამსახური იერუსალემს თითუეულსა წელიწადსა.

ჰარონისთა] აჰრონისთა m და 5°] >IFm შევამსახური] შევამსხური D იერუსალემს] იერუსალემსა ID

8

ხოლო მესამე ათეული მივსცი, ვიეთა-იგი ჯერ-არიან, ვითარცა-იგი მამცნო მე დებორა, მამის დედამან ჩემმან, რამეთუ ობოლი დავშთი მამისაგან ჩემისა.

ვიეთა-იგი] ვითარცა-იგი F ჯერ-არიან] ჯერ-არს F; ჯერ-არნ m

9

და ოდეს ვიქმენ მამაკაც, მოვიყვანე ანნა ცოლად, ნათესავისაგან მამისა ჩემისა, და მესუა მისგან ტობია.

ოდეს] > ID მამაკაც] მამაკაცად D; +და I ნათესავისაგან] ნათესავი ID

10

და რაჟამს წარვიტყუენე ნინევად, ყოველნი ძმანი ჩემნი და ნათესავისა ჩემისაგანნი ჭამდეს პურსა წარმართთასა.

11

ხოლო მე დავიცევ სული ჩემი ჭამისაგან,

სული] თავი ID

12

რამეთუ მეჴსენა მე ღმერთი ყოვლითა გულითა.

13

და მომცა მე ღმერთმან მადლი და ხატი წინაშე ენემესარ მეფისა, და ვიყავ მისა ვაჭარ.

ენემესარ] ენემესერ ID მისა] მისსა ID

14

და მივიდოდე ხუჟიკეთა და დავვედრე გაბაელს, ძმასა გაბრიაჲსსა, ჰრაგას* შინა ხუჟიკეთისასა ვეცხლისაჲ ათი ტალანტი, რომელ არს ათი ქანქარი.

ხუჟიკეთა] ხუჟიკეთად ID და 2°] > I; დავვედრე] ვევედრე D; დავჰვედრე m გაბრიაჲსსა] გაბრიასსა D ჰრაგას] არაგუელს შინა F; ჰრაგუელს შინა IDm

15

და ოდეს მოკუდა ენემესარ მეფე, მეფობდა სენაქერიმ, ძე მისი, მის წილ, და გზანი მისნი შფოთ იყუნეს, და ვერღარა ვიკადრე მისლვად ხუჟიკეთა.

ენემესარ] ენემესერ D იყუნეს] იყვნეს Dm

16

და დღეთა ენემესარისთა მოწყალებასა მრავალსა ვჰყოფდი ძმათა ჩემთათჳს.

ვჰყოფდი] ვჰყოფდე D

17

პურსა ჩემსა ვსცემდ მშიერთა და სამოსელსა - შიშუელთა. და უკუეთუ სადა ვინ ვიხილი ნათესავისა ჩუენისაგანი, მომკუდარი და განგდებული უკუანა-კერძო ზღუდესა ნინევისასა, დავჰფლევდ მათ,

შიშუელთა] შიშუჱლთა m ჩუენისაგანი] ჩუენისა D მომკუდარი] pr გინა D უკუანა-კერძო] უკანა-კერძო ID

18

და რაოდენთა მოსწყუედდა სენაქერიმ მეფე, მო-რაჲ-ვიდა სივლტოლით ჰურიასტანით, დავჰფლევდ მათ პარვით, რამეთუ მრავალნი მოსრნა გულისწყრომით; და ეძიებდა მეფე გუამებსა მათსა და არა პოვა.

სენაქერიმ] სენაქერემ ID ჰურიასტანით] +და D

19

მი-ვინმე-ვიდა ნინეველი და უთხრა ჩემთჳს მეფესა, ვითარმედ მე დავჰფლევდ მკუდრებსა მას. და დავემალე, რამეთუ ვაგრძენ, ვითარმედ მეძიებენ მე მოკლვად, შემეშინა და ვივლტოდე.

ჩემთჳს] ჩემთუის F

20

და აღიჭრეს ყოველი ნაყოფი ჩემი და არარაჲ დამიშთა მე თჳნიერ ხოლო ანანაჲსა, ცოლისა ჩემისა, და ტობიაჲსა, ძისა ჩემისა.

ჩემი] მათი ID ანანაჲსა] ანნა D

21

და არღა წარსრულ იყვნეს ერგასისნი დღენი, მოკლეს იგი ორთა ძეთა მისთა, და წარივლტოდეს იგინი და წარვიდეს მთათა არატით კერძო. და მეფობდა საკერდონ, ძე მისი, მის წილ. და დაადგინა მან აქიაქაროს, ძე ანაელისი, ძმისწული ჩემი, ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოჲსა მისისათა და ყოველთა ზედა განსაგებელთა მისთა.

არღა] არღარა D იყვნეს] იყუნეს I დღენი] + და F საკერდონ] საკენდონ F დაადგინა] დაადგინნა D და 7°] +ყოველთა ზედა რჩეულთა სამეუფოსა მისისათა და F

22

და ევედრა აქიაქაროს ჩემთჳს მეფემან. და მოვედ ნინევედ, რამეთუ აქიაქაროს იყო ღჳნისმნე და ბეჭედსა ზედა და განმგებელ და სიტყჳსმყოფელ, სამწიგნობრესა მწერალ. და დაადგინა იგი საკერდონსორ შემდგომად თჳსა. ხოლო იყო იგი ძმისწული ჩემი.

აქიაქაროს] აქიარქოს ID მეფემან] მეფესა ID აქიაქაროს] აქიარქოს ID ღჳნისმნე] ღჳნისა მნე I სამწიგნობრესა] სამწიგნობროსა ID იგი 1°] > ID

Word
Lemma
Gram
Grc
Arm
Eng