| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 27 | მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით! მე ვარ, ნუ გეშინინ! | ||
| 28 | მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. | ||
| 9 | ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა. | ||
| 15 | და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი დაგებული და მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. | ||
| 11 | არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. | ||
| 12 | მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს? | ||
| 13 | ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას, | ||
| 14 | უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი, ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან. | ||
| 15 | მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე. | ||
| 16 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? | ||
| 17 | და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს? | ||
| 18 | ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. | ||
| 19 | რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. | ||
| 20 | ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა. | ||
| 21 | და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. | ||
| 22 | და, აჰა-ესერა, დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. | ||
| 10 | ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, − და ჰრქუა განრღუეულსა მას: | ||
| 11 | შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! | ||
| 2 | და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა | ||
| 23 | ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. |