ნომერი ტექსტი
54 და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
55 ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძჱ? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი: იაკობ და იოსე და სიმონ და იუდა?
56 და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
57 და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
58 და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.
1 მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი,
2 და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლისმცემელი, იგი აღდგომილ-არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.
3 რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა.
4 რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.
5 და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი, ეპყრა მათ იგი.
6 და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი,
7 რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს,
8 ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ.
9 და შე-ღათუ-წუხნა მეფჱ იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანამეინაჴეთა, ბრძანა მიცემად იგი მას.
10 და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა.
11 და მოართუეს თავი მისი ლაკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.
12 და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს.
13 ხოლო ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.
14 და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნნა სნეულნი მათნი.
9 რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?