| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 1 | მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳსკიდესა. | ||
| 2 | და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა. | ||
| 3 | და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა, გამოვიდა მთესვარი თესვად, | ||
| 4 | და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. | ||
| 31 | ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. | ||
| 5 | და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, | ||
| 6 | მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. | ||
| 7 | და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. | ||
| 8 | და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე – ასსა, რომელიმე – სამეოცსა, რომელიმე – ოცდაათსა. | ||
| 9 | რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! | ||
| 10 | და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ? | ||
| 11 | ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ-არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ-არს. | ||
| 12 | რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას. | ||
| 13 | ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ, და არა ხედვენ, ესმის, და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან. | ||
| 14 | და აღესრულების მათ ზედა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. | ||
| 15 | რამეთუ განზრქა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუჱ იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი. | ||
| 4 | და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღსძარცუეს სართული სახლისაჲ მის, სადა იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი. | ||
| 5 | და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! | ||
| 6 | ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს, | ||
| 22 | ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. |