| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 37 | რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო. | ||
| 38 | მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად. | ||
| 39 | ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ. | ||
| 40 | რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძჱ კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე. | ||
| 41 | კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა, და, აჰა-ესერა, უფროჲს იონაჲსსა არს აქა. | ||
| 45 | ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ გარე უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო. | ||
| 1 | და შევიდა კუალად კაპერნაუმდ შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს. | ||
| 2 | და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისაჲ, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტყუასა. | ||
| 3 | და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული, ზეკიდებული ოთხთაგან. | ||
| 30 | და ეტყოდა: რასა ვამსგავსოთ სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს? | ||
| 12 | და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა. | ||
| 42 | დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს საშჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და, აჰა-ესერა, უფროჲს სოლომონისსა არს აქა. | ||
| 43 | ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. | ||
| 44 | მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მო-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. | ||
| 45 | მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა. | ||
| 46 | და იყო, ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა-ესერა, დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. | ||
| 47 | მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. | ||
| 48 | ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი! | ||
| 49 | და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! | ||
| 50 | რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი. |