| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 22 | ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე თქუენ. | ||
| 23 | ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე. | ||
| 24 | ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე შენ. | ||
| 25 | მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა, და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. | ||
| 26 | ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო იყო შენ წინაშე. | ||
| 27 | ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არავინ იცის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და, რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. | ||
| 28 | მოვედით ჩემდა, ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. | ||
| 29 | აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, | ||
| 30 | რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს. | ||
| 1 | მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. | ||
| 2 | ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა, მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. | ||
| 3 | ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? | ||
| 35 | და განთიად რიჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა. | ||
| 4 | ვითარ იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო. | ||
| 5 | ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? | ||
| 6 | ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა. | ||
| 7 | უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, – არამცა დასაჯენით უბრალონი. | ||
| 8 | უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაბათისაცა. | ||
| 9 | და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა. | ||
| 10 | და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? – რაჲთამცა შეასმინეს იგი. |