ნომერი ტექსტი
2 ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი
3 და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?
4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:
5 ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების,
6 და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
14 ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.
7 და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
8 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? – კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? – აჰა-ესერა, რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ-არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.
9 არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? – წინაჲსწარმეტყუელისა? – ჰე, – გეტყჳ თქუენ, – და უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა!
10 რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ-არს: აჰა-ესერა, წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა.
11 ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ-არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა. ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს.
12 რამეთუ დღითგან იოვანე ნათლისმცემელისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.
28 და განჴდა ჰანბავი მისი ყოველსა მას სოფლებსა გალილეაჲსასა.
29 და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა.
30 ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს.
31 და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
32 და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზჱ დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი.
33 და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.
34 და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითოსახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
21 ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.