ნომერი ტექსტი
29 შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი, და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ-იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ.
30 ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.
31 ხოლო იხილეს რაჲ მის თანამონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა.
32 მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.
28 ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
1 და მერმე შევიდა შესაკრებელსა. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა.
4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?
5 და თქუა: ამისთჳს დაუტევოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.
6 ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც, აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.
7 ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუჱ მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად?
8 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.
9 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს.
10 ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ.
11 ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს.
12 რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.
2 და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი.
3 და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის!
4 და ჰრქუა მათ იესუ: ჯერ-არსა შაბათსა შინა კეთილისა საქმე, ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ, ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს.
13 მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი. ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მათ.
14 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგჱვითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.