| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 15 | და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ, | ||
| 16 | აჰა, მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? | ||
| 17 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი. | ||
| 18 | ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას: ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო, | ||
| 19 | პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. | ||
| 20 | ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რაჲღა მაკლს მე? | ||
| 21 | ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე. | ||
| 22 | და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად. | ||
| 23 | ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. | ||
| 5 | და მიმოიხილა მათა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! − და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი. | ||
| 6 | და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. | ||
| 24 | და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. | ||
| 25 | ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვისმე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? | ||
| 26 | მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. | ||
| 27 | მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ: რაჲმე იყოს ჩუენდა? | ||
| 28 | ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განშჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. | ||
| 29 | და ყოველმან რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ასწილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს. | ||
| 7 | ხოლო იესუ მოწფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳსკიდედ, და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით, | ||
| 8 | იერუსალჱმით და იდუმიაჲთ, წიაღ იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა. | ||
| 9 | და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი. |