| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 10 | რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს. | ||
| 11 | და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ. | ||
| 12 | და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი. | ||
| 7 | ხოლო მათ ჰრქუეს მას: ვითარმედ არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა, და რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. | ||
| 8 | და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან ვიდრე პირველთამდე. | ||
| 9 | მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. | ||
| 10 | მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ; და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. | ||
| 11 | ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს | ||
| 12 | და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. | ||
| 13 | ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არა რას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? | ||
| 14 | მიიღე შენი და ვიდოდე! ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. | ||
| 15 | ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. | ||
| 16 | ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი – რჩეულ. | ||
| 17 | და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: | ||
| 29 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ. | ||
| 30 | რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა. | ||
| 38 | მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი – მარჯუენით მისსა და ერთი – მარცხენით. | ||
| 39 | ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა | ||
| 13 | და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. | ||
| 18 | აჰა ესერა, აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. |