| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 19 | და აღდგა იესუ და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა. | ||
| 20 | და, აჰა-ესერა, დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. | ||
| 21 | რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო-თუ-ვახო სამოსელსა მისსა, ვცხონდე. | ||
| 22 | ხოლო იესუ მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან. | ||
| 23 | და მოვიდა იესუ სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი | ||
| 24 | და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ-არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას. | ||
| 25 | და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი. | ||
| 26 | და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა. | ||
| 27 | და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, ძეო დავითისო! | ||
| 28 | და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. | ||
| 17 | და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. | ||
| 18 | ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას. | ||
| 36 | და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. | ||
| 37 | მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ. | ||
| 38 | ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. | ||
| 1 | და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. | ||
| 2 | ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი. | ||
| 3 | ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, | ||
| 4 | სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. | ||
| 20 | მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს: |