| ნომერი | ტექსტი | ||
|---|---|---|---|
| 24 | და, აჰა-ესერა, აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. | ||
| 7 | ქადაგებდა და იტყოდა: ესერა, მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა. | ||
| 9 | რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! – და წარვიდის: და სხუასა: მოვედ! – და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! – და ქმნის. | ||
| 10 | ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე. | ||
| 11 | ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა, | ||
| 12 | ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. | ||
| 13 | და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა. | ||
| 14 | და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი დავრდომილი მჴურვალებითა. | ||
| 15 | და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას. | ||
| 16 | და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ-იყვნეს, განკურნნა. | ||
| 17 | რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა. | ||
| 18 | ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო. | ||
| 19 | და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. | ||
| 20 | ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა – საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. | ||
| 8 | მე ნათელ-გეც თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა. | ||
| 25 | და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი, და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. | ||
| 26 | და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ. | ||
| 27 | ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას? | ||
| 28 | და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით. | ||
| 29 | და ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. |