ნომერი ტექსტი
30 იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი.
31 ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა.
32 და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა.
33 ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს.
34 მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.
1 და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად.
2 მაშინ მოართუეს მას განრღუეული ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
9 და იყო, მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა.
7 ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა,
4 იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
5 რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?
6 ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძჱსა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, – მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!
7 და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა.
8 იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.
9 და წარვიდოდა მიერ იესუ და იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, – მატთეოს სახელი მისი, – და ჰრქუა მას: მომდევდი მე! – და აღდგა და მისდევდა მას.
10 და იყო, ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
10 და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.
11 და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
12 და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.
13 და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.